Posts

ნორჩი მათემატიკოსი

მეხუთე კლასის მოსწავლეებთან ერთად გადავწყიტეთ ჩამოგვეყალიბებინა "ნორჩი მათემატიკოსის" კლუბი. კლუბში გაერთიანდნენ ის მოსწავლეები, რომლებსაც უყვართ მათემატიკა, ცდილობენ უფრო გაიღრმავონ ცოდნა. გადავწყვიტეთ შეხვედრები ჩავატაროთ თვეში ორჯერ, ხუთშაბათობით. პირველი შეხვედრა შედგა 11 ოქტომბერს . ბავშვებმა ხალისით ამოხსნეს შეთავაზებული სახალისო და საინტერესო მაგალითები.